საქართველოდან იტალიაში მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. აღნიშნული პირი იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კიბერთაღლითობისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის იძებნებოდა. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს და პენიტენციურმა სამსახურმა იტალიას გადასცა