პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს წარმომადგენელი, ჯულიეტ ტუმა აცხადებს, რომ ღაზაში სიტუაცია სულ უფრო უარესდება. მისი თქმით, საომარ მოქმედებებს უკვე ორგანიზაციის 99 თანამშრომელი ემსხვერპლა.ტუმას თქმით, სააგენტო, თავის 150 თავშესაფარში, 700 000-ზე მეტ ადამიანს ეხმარება, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ არსებობს მარაგების, მათ შორის, საწვავის დეფიციტის პრობლემა.