სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრები დამნაშავეების ვინაობას ასაჯაროებენ და მათ დასჯას მოითხოვენ. ამავდროულად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ე.წ.ი სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს. ევროპარლამენტში კი გინტურის მკვლელობისა და დოთიაშვილის გატაცების შესახებ რეზოლუციის მიღებას აპირებენ. აღნიშნულ საკითხზე უფრო მეტ დეტალს ხატია სამხარაძე გვეტყვის.