უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინას ყირიმის მიმართულებით უდიდესი პროგრესი აქვს. ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა. დანილოვმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ყირიმის მიმართულებით ოკუპანტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებასთან დაკავშირებით კიდევ კარგი ამბები იქნება.