ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორისთვის კომუნკაციის ერთადერთი საშუალებაა, კვლავ დაიკეტა. ჯერ-ერობით უცნობია როდის გაიხსება ერთადერთი გავშვები პუნქტი, რომლითაც რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შედის. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ომის დაწყების შემდეგ, „ჰამასის“ 130-ი გვირაბი გაანადგურეს. მათივე თქმით, გვირაბები აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლთა გადაადგილების მთავარი საშუალებაა, ამიტომაც მათი განადგურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს დაწყებულ ომს დღემდე 1 400 ისრაელელი და 10 500-ზე პალესტინელი ემსხვერპლა. გარდა ამისა, ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე კვლავ „ჰამასის“ ტყვეობაში იყმოფება.