ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორები ულოცავენ. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც გამოეხმაურა. სენატის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა. დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა და ასპირანტმა ქვეყნებმა ეს მომენტი თავისი პოტენციალის რეალიზაციისთვის უნდა გამოიყენონ . განცხადებები გაავრცელეს რუმინეთის, გერმანიის, ჩეხეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერებმა. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას.