სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრები დამნაშავეების ვინაობას ასაჯაროებენ და მათ დასჯას მოითხოვენ. ამავდროულად, კუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს. ევროპარლამენტში კი გინტურის მკვლელობისა და დოთიაშვილის გატაცების შესახებ რეზოლუციის მიღებას აპირებენ.