ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაწევას, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან. ლიდერები ევროკომისიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ რომ საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა რეფორმების გატარება კიდევ აუცილებელია. საერთაშორისო ლიდერების ნაწილის განცხადებით, დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ საკმარისი მტკიცებულება, 2024 წელს მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად დადგება. თემის დეტალებით ნატალია თვაური შემოგვიერთდება.