საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის „მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი რჩება. სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების შეგროვება დაანონსა სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას იმის თაობაზე რომ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. თემაზე ვრცლად სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს