ევროკომისიის გადაწყბეტილებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები ისტორიულს უწოდებენ. მათი თქმით, ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება. მეტიც, ქართული ოცნების ლიდერები იმედოვნებენ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი იქნება 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაც. რა განაცხადეს მმართველი პარტიის ლიდერებმა ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების სემდეგ და რა პოზიიცა აქვთ მათ ევროკომისიის მიერ წაყენებულ დათქმებთან დაკავშირებით, მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს.