სტრასბურგში, ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მონაწილეებს აფხაზეთის საიფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ვლოგერმა, ეთნიკურმა აფხაზმა მილენა აჟიბამ აფხაზურ ენაზე მიმართა. დემოკრატიის წლევანდელი მსოფლიო ფორუმი ეძღვნება თემას „უდრის თუ არა დემოკრატია მშვიდობას“. ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში აფხაზეთის საინფორაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტის წამყვანებმა მიიღეს მონაწილეობა. ევროპარლამენტში მიმდინარე დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში 160-ზე მეტი სპიკერი სხვადასხვა ქვყნიდან იღებს მონაწილეობას.