ტოკიოში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსოფლიოში არსებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტსა და სხვა აქტუალურ თემებზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, სამიტს ონლაინ ფორმატში დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. სამიტზე დასასწრებად ტოკიოში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა და ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 8 ნომებერს დასრულდება.