საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე ტარდება. აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.