7-დან 9 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართება. აღნიშნული სამიტი პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარება იქნება შესაძლებელი. ღონისძიება ორგანიზებულია ფონდ Global Conservation-ის მხარდაჭერით. ღონისძიების თანა დამფინანსებლები არიან კავკასიის ბუნების ფონდი, საქართველოს ბანკი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.