ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ხვალ, 8 ნოემბერს, ორბელიანების სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროს კონცერტის ჩატარება არ შეიძლება, რის გამოც, ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის „მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი დარჩება. ამავდროულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაცია პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.