ერთი დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - ხვალ საზოგადოებისთბის ცნობილი გახდება ევროკომისიის შუალედური ანგარიში საიდანაც გაირკვევა მიიღებს თუ არა დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუს. აღნიშნულის პარალელურად აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციამ საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა. ისინი უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.