ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - Palitra News

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით

2023-11-07 10:57:32+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირის მიმართ ,ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიება მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივ დაზიანებასა და ცრუ მეწარმეობას ედავება.