საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირის მიმართ ,ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიება მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივ დაზიანებასა და ცრუ მეწარმეობას ედავება.