ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში წერეთლის, მტკვრის, არმაზის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ძეგვი, წილკანი, არმაზი, ახალუბანი, მისაქციელი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.