ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი დღე დარჩა და მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის პოლიტიკური ბრალდებები მწვავდება. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ბრიუსელში მყოფი მათი ოპონენტები ცდილობენ დაარწმუნონ ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ საქართველოს სტატუსი მხოლოდ კონკრეტული დათქმით მიანიჭონ. ოპოზიცია წამოყენებულ ბრალდებებს "ქართული ოცნების" მხრიდან მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიად აფასებს.