ღაზაში კვლავ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25-ი მილიონი ევროთი გაზრდის. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დახმარების საერთო რაოდენობა ას მილიონ ევროს მიაღწევს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ღაზაში მყოფი მძევლების საკითხზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ევროპამ რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ღაზის სექტორის მომავალზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება ღაზა ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი იყოს. ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მათ შორის გაერო-ს მანდატით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შექმნაც განიხილება.