პოლიტიკური ჯგუფის ,,ევრო ოპტიმისტების’’ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის, სადაც წესდება შეღავათები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დეღეგით დასაბეგრი ოპერაციებისათვის. ნაცვლად 100 000 ლარისა, დღგ-ის გადახდის ვალდებულება მათ წარმოექმნებათ შემოსავლების 200 ათას ლარზე გადაჭარბების შემთხვევაში.