მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა რომ გეგმის მიხედვით მიდიან, სიახლეები კი საზოგადოებისთვის სულ მალე გახდება ცნობილი. ლევან დავითაშვილის თქმით, არცერთი ვადა, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული, ან კანონმდებლობით არის დადგენილი, არ დარღვეულა.