ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის წარმომადგენლები ნიდერლანდების ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდნენ. ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ძირითადი სასაუბრო თემა ევროიტეგრაციას და კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა. აღნიშნული შეხვედრა კომისიის დასკვნის გამოცხადდებამდე სტრატეგიულ პარტნიორებთან ბოლო შეხვედრა იყო, სადაც მათი თქმით სურვილი კანდიდატის სტატუსის მიღებასა და მნიშნელობაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.