2 დღე ევროკომისიის დასკვნამდე - 8 ნოემბერს ევროკომისიის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდება და საზოგადოებისთბის ცნობილი გახდება ჩვენი ქვეყანა დეკემბერში მიიღებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ოპოზიციას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მიუღებელია საზოგადოების და ხელისუფლების გამიჯვნა.