ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში, , 22 წლის მამაკაცმა 13 წლის გოგო მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. არასრულწლოვანი ქარელში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა. პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.