ევროკომისიის შუალედურ დასკვნამდე 2 დღე რჩება.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობის დამსახურება იქნება, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელი დატოვა.პოზიტიური მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, სადაც ოპონენტებს შეცვლილი რიტორიკის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებენ.