ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თეატრის ინფორმაციით, დეზინფორმაციაა თითქოს, 21 გაფიცული თანამშრომლის ხელფასი ყოველთვიურად 500 ლარს შეადგენს. მათი მტკიცებით, თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური 1350 ლარი. თეატრის ადმინისტრაციის განცხადებითვე, 2 თანამშრომლის გათავისუფლება არ უკავშირდება დაწყებულ გაფიცვას, რადგან ისინი თეატრში დასაქმებულები იყვნენ 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელთაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ ამ ვადის ამოწურვამდე. თეატრი აღნიშნავს, რომ სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.