აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრა ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თელ-ავივსა და ამანში იმყოფებოდა. ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროდან თურქეთში გაემგზავრა.