თბილისის საქალაქო სასამართლო "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ავთანდილ თათარაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ავთანდილ თათარაშვილი ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის გუჯა თათარაშვილის ძმაა. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა. საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია საბადრაგო ავტომობილში მყოფ მსჯავრდებულებს, რითაც მათ ისარგებლეს და გაქცევა მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი მერორე დღეს დააკავეს.