ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მომდევნო კვირას დადასტურდება, როცა ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა შუაგულ ომში ატარებს. უსრსულა ფონდერ ლაიენის თქმით, პროგრესი იძლევა იმის თქმის საფუძველს რომ მალე უკრაინა გაწევრიანების მომდევნო ეტაპზე გადავა.