3 დღე ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, როგორ აფასებს ევროპული სტრუქტურა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის გარშემო მიღწეულ პროგრესს. ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოპოზიცია მმართველი პარტიის მხრიდან შეუსრულებელ რეფორმებზე საუბრობს და სტატუსის მიღების მთავარ ფაქტორად გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში სდებს ბრალს ოცნების გუნდი. მათი თქმით, რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდა, ამიტომ ჯერ ახლა ევროკომისიაზეა.