ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ლტოლვილთა ბანაკს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 51 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები. ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე „მაღაზის“ ლტოლვილთა ბანაკი შაბათს ღამით დაბომბა. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ისრაელი გამუდმებით ირწმუნება, რომ მათ სამიზნეს არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ „ჰამასი“ წარმოადგენს და რომ ბოევიკების დაჯგუფება მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. ღაზას ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელთან ომში 9 488-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.