საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. გრიგოლ გიორგაძემ ლოჯისტიკის ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მან ლოჯისტიკის სარდლისგან უზრუნველყოფის ბატალიონის ახალი შტაბის შენობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის