პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა, რითაც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში მოექცევა. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში უკვე გამოეხმაურნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მას გაუგებარს უწოდებენ, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილება მედიის უფლებებს ზღუდავს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იმიტომ მოაწერა ხელი აღნიშნული კანონის ცვლილებას, რომ მას ვეტოს უფლების გამოსაყენებლად არგუმენტი არ გააჩნდა