„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს, დაკავებულ ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ გამოძიებას მოპოვებული აქვს ავტომობილის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულმა მისთვის დაკისრებული მოვალეობა ჯეროვნად ვერ შეასრულა.