„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს, დაკავებულ ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული, ბრალდებულმა კი მისთვის დაკისრებული მოვალეობა ჯეროვნად ვერ შეასრულა. ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სამსახურეობრივ დაუდევარობაში ედება, რასაც შედეგად მსჯავრდებულთა გაქცევა მოჰყვა. „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.