ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავრობის ოფიციალურ პირებს შეხვდება. მისი თქმით, უკრაინის ლიდერბთან ერთად ის ქვეყნის სამხედრო და ფინანსური დამხარების საკითხებს განიხილავს. ასევე საუბარი რუსეთისთვის სანქციების მე-12 პაკეტის დაწესებას შეეხება. უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინაში ვიზიტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეფორმების პოზიტიურ შეფასებაზე მიუთითებს.