აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იორდანეში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ის საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდება. ბლინკენი იორდანიის მეფესთან შეხვედრასაც გეგმავს. იორდანეში ჩასვლამდე, გუშინ, 3 ნოემბერს, ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მასთან დროებითი სამხედრო პაუზის შანსებზე ისაუბრა. ისრაელისა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ის ამ ქვეყანაში მესამედ ჩავიდა.