ისრელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ჰანიას ოჯახის წევრები სახლში. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათში მათ „ჰამასის“ არაერთი მებრძოლი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში ვიზიტი მომავალ კვირას შედგება. გარდა ამისა, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელსა და “ჰამასს“ სიმშვიდისკენ მოუწოდებს.