ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიხსნა სასადილო, რომელიც სრულად გარემონტდა და აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საინჟინრო კომუნიკაციებს, მოეწყო შიდა გზები და სამწყობრო მოედანი. ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ მიზნით, მომავალ წელს, თავდაცვის ბიუჯეტში 100-ი მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.