„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს, დაკავებულ ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული, ბრალდებულმა კი მისთვის დაკისრებული მოვალეობა ჯეროვნად ვერ შეასრულა.