იპოდრომის ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გასხვისება დღეს აქციით გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა - “იპოდრომი - უბეტონო მხარე”. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, იპოდრომის ეს ნაწილი „სარეკრეაციო ზონა ერთის“ სტატუსს ატარებს და აღნიშნულ ლოკაციაზე ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სოსო ფხაკაძემ უკვე არაერთელ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს.