„ჰამასის“ მძევლების ოჯახები პროტესტის ნიშნად ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინასთან ღამეებს ათევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Ynetnews-ი ავრცელებს.
„ჩვენ სახლებში იქამდე არ წავალთ, ვიდრე ისინი არ დაბრუნდებიან. ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ მოვიდნენ და ჩვენთან ერთად დადგნენ“, - განაცხადა ერთ-ერთი მძევლის მშობელმა.
მძევლების ოჯახის წევრების ეს ნაბიჯი იმ საპროტესტო აქციის ნაწილია, რომელიც მთავრობასა და სამხედროებს ტყვეების დასაბრუნებლად მეტის გაკეთებას სთხოვს.
მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს თელ-ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.