ნეპალში მიწისძვრას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 140 ადამიანი. ნეპალის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა პარასკევს, ადგილობრივი დროით 23 საათსა და 47 წუთზე მოხდა. მისიწძვრა 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრით შეფასდა. მიწისძვრამ ნეპალის დასავლეთ რაიონში სახლები დაანგრია და მისგან გამოწვეული ბიძგები მეზობელ ინდოეთში, ნიუ დელიშიც იგრძნობოდა. ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.