აშშ-ი უკრაინას 425-ი მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. აღნიშნული თანხიდან უკრაინას 125-ი მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა. დანარჩენი 300-ი მილიონი დოლარი კი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება. პაკეტში, ასევე, შევა დამატებითი საბრძოლო მასალა საზენიტო კომპლექსებისთვის და „ჰაიმარსის“ სისტემებისთვის.