ისრელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ოთხი რაკეტა თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის თავზე რკინის გუმბათმა გაანეიტრალა. დაშავებულებთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები ალ-შიფას საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სასწრაფო დახმარების ავტომობილს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა და ავიადარტყმის შედეგად, სწორედ ტერორისტები დაიღუპნენ. მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში ვიზიტი მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, რადგან ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ შემოთავაზებული დროებითი პაუზის ამოქმედება ამ ეტაპზე შეუძლებელია.