ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულმა ლიტერატურულმა თეატრმა ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ოთარაანთ ქვრივი“ წარმოადგინა. თეატრი უკვე 9 წელია მუშაობს და აქამდე 10 სპექტაკლი დაიდგა. ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ინსცენირებაში მონაწილეობა საქართველოდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან ჩასულმა მოყვარულმა მსახიობებმაც მიიღეს. სპექტაკლის პრემიერაზე დასასწრებათ ანტვერპენში ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, საკონსულოს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები ემიგრანტები ჩავიდნენ. სპექტაკლი თბილისიდან მიწვეულმა რეჟისორმა, გეგა ქურციკიძემ დადგა.