ილია დარჩიაშვილი ლატვიელ კოლეგას, კრიშიან კარინშს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მინისტრებმა ? - Palitra News

ილია დარჩიაშვილი ლატვიელ კოლეგას, კრიშიან კარინშს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მინისტრებმა ?

2023-11-04 13:23:40+04:00

ილია დარჩიაშვილი ლატვიელ კოლეგას, კრიშიან კარინშს შეხვდა. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს დაემთხვა. მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხები მიმოიხილეს და ლატვიასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე სექტორულო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა ლატვიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.