იუსტიციის საბჭომ 26 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციიების ნაწილი უვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბჭომ დანიშვნის სამ შემთხვევაში პროცედურა დაარღვია. ორანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ წერს, რომ სამი მოსამართლე დარღვევით დანიშნეს, რადგან მათ კანონით დადგენილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ნაცვლად, თანამდებობაზე 4 წელი დაჰყვეს, შესაბამისად, საბჭომ გადაწყვეტილება ერთი წლის დაგვიანებით მიიღო. ორგანიზაციის შეფასებით, სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდა. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ საბჭომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნინო გიორგაძის გარდა, უვადოდ დანიშნა ყველა ის მოსამართლე, რომელთაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს ეწურებოდათ. ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგი“ თვლის, რომ გიორგაძის არ დანიშვნა მოსამართლის წინააღმდეგ სანქციის შინაარსს ატარებს.